1. პირის („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის გარდა) მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6241 მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფილი სესხის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გაცემის მოთხოვნის დარღვევა −
გამოიწვევს პირის გაფრთხილებას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა −
გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობა −
გამოიწვევს პირის ხელახალ დაჯარიმებას.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა ან სესხის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6241 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №3316
–
ვებგვერდი, 07.08.2018