. საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ან საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა დადგენილი წესის დარღვევით

1. საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების/ჩარჩოშეთანხმების დადება ან საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში/ჩარჩოშეთანხმებაში ცვლილების შეტანა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2574 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4420 – ვებგვერდი, 23.09.2024