. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საჯარო შესყიდვების სააგენტოსთვის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საჯარო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობა ან მცდარი ინფორმაციის მიწოდება –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:
ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო შესყიდვების სააგენტოს მიერ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-9 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 92-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მოთხოვნაზე.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2574 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4420 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.

[მუხლი 165
23
. საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის არმქონე პირის დასაქმება წესის დარღვევით

1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულში ან შესაბამის თანამდებობაზე ისეთი პირის დასაქმება, რომელსაც არ აქვს საჯარო შესყიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი, –

გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
(ამოქმედდეს 2029 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2574 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

თავი XIII. საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევე