1. მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

შენიშვნა:

1. ეს მუხლი არ მოქმედებს, თუ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

2. ეს მუხლი არ მოქმედებს, თუ ჩადენილია ამ კოდექსის 150-ე–1503 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

საქართველოს 2023 წლის 2 მაისის კანონი №2814 – ვებგვერდი, 16.05.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №169 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025