1. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში პირის შემოწმების/მომზადების მიზნით მისი გამოუცხადებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა, –

გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4194 – სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.369

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023