1. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ემბლემისთვის მიმსგავსებული ემბლემის, სახელწოდებისთვის – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ მიმსგავსებული სახელწოდების შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება, რასაც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150-დან 500 ლარამდე.

2. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ემბლემის, სახელწოდების – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150-დან 500 ლარამდე.

3. უფლებამოსილი პირის მიერ წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ემბლემის, სახელწოდების – „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 800 ლარამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

საქართველოს 2017 წლის 15
ივნისის

კანონი №970 – ვებგვერდი, 30.06.2017წ.

კარი III. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები

თავი XV. ძირითადი დებულება