მუხლი 361. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევისათვის
თავი IV — ადმინისტრაციული სახდელის დადება
1. ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ დადგენილ ვადაში ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ბს-1184(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…შესახებ’ ’ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-3, 24-ე, 29-ე, 33-ე, 34-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის,,ვ“ პუნქტზე, 61-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 361, 39-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2021 წლის 15…
…მოთხოვნა, ასევე, დარღვეულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი. ზემოთაღნიშნული დარღვევების გამო დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------- გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით (26-ე პუნქტის განმეორებით დარღვევის გამო) და 445-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ასევე, ექიმ…
…მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული ლიცენზიის პირობების დარღვევის ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს მისთვის ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.“. 2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 ნაწილი: „192. ამ კოდექსის 15512…