1. საქართველოს ტყის აღრიცხვის წესის ან სახელმწიფო ტყის დაცული ტერიტორიების აღრიცხვის სისტემის განსაკუთრებულ მოთხოვნათა დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

2. ტყითსარგებლობის დაგეგმვის მოთხოვნების დარღვევა ან ტყითსარგებლობისა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება ტყეთმოწყობის ან სპეციალური გამოკვლევის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული დოკუმენტაციის გარეშე −

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ორას ლარამდე.

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65

საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020