არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან რეექსპორტი ან/და ასეთი პროდუქტით საერთაშორისო ვაჭრობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას აღნიშნული პროდუქტის საბაზრო ღირებულების ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერისგან მიღებული პროდუქტის საბაზრო ღირებულებაში იგულისხმება აღნიშნული პროდუქტის ის საბაზრო ღირებულება, რომელიც განსაზღვრულია საქართველოში, ხოლო ასეთი საბაზრო ღირებულების არარსებობის შემთხვევაში − აღნიშნული პროდუქტის საერთაშორისო საბაზრო ღირებულება.

საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023