1. აკვაკულტურის საქმიანობის აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გარეშე განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარამდე.

2. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის სანებართვო პირობების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე.

3. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნის ან  აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარამდე.

4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6412 – ვებგვერდი, 01.07.2020