1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 800 ლარამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 2000 ლარამდე.
3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 1000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 2000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
5. (ამოღებულია – 02.03.2016, №4800).
6. (ამოღებულია – 02.03.2016, №4800).
7. (ამოღებულია – 02.03.2016, №4800).
საქართველოს 2014
წლის 18 სექტემბრის
კანონი №2660 – ვებგვერდი, 02.10.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 2
მარტის კანონი
№4800
– ვებგვერდი, 22.03.2016