სსიპ ქონების მართვის სააგენტო - განცხადება "ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 100% -იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგიერთი კომპანიის ლიკვიდაციის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგიერთი კომპანიის ლიკვიდაციის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 04/02/2015 წლის №05.29.129 განკარგულებით, მიღებულია გადაწყვეტილება დანართში მითითებული კომპანიების ლიკვიდაციის თაობაზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურში რეგისტრირებულია აღნიშნული კომპანიების ლიკვიდაციის დაწყება დანართში მითითებული სარეგისტრაციო ნომრებითა და თარიღებით.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, კერძოდ: კრედიტორთა ნუსხის დაზუსტების მიზნით, დანართში მითითებული კომპანიების კრედიტორებს გთხოვთ, მიმართოთ ლიკვიდატორს (მიხეილ კორშია, მობ.: 557587943, მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქ. №7, ელ-ფოსტა: M.Korshia@yahoo.com) მინდინარე წლის 29 ივნისამდე და წარუდგინოთ დავალიანების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია .
დანართი
ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირების ნუსხა
| № | დასახელება | საიდენტიფიკაციო კოდი | ლიკვიდაციის დაწყებაზე განაცხადის ნომერი | ლიკვიდაციის დაწყების დრო | ლიკვიდატორის საკონტაქტო ინფორმაცია | შენიშვნა |
| 1 | შპს მზიური კორტები | 404893585 | B15066256 | 01/04/2015 | მიხეილ კორშია, მობ.: 557587943, მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქ. №7, ელ-ფოსტა: M.Korshia@yahoo.com |
|
| 2 | შპს მთაწმინდის პარკის საბაგირო გზები | 404381209 | B15066307 | 30/03/2015 |
| |
| 3 | შპს თბილისის პორტალი | 204533004 | B15066295 | 03/04/2015 |
| |
| 4 | შპს მიხეილ კეკელიძის სახელობის კალათბურთის სასახლე | 211334242 | B15064388 | 03/04/2015 |
| |
| 5 | შპს გლდანის საცურაო აუზი | 400061179 | B15035868 | 03/04/2015 |
| |
| 6 | შპს მთაწმინდის პარკი | 204547641 | B15070203 | 16/04/2015 |
| |
| 7 | შპს თბილისის ჩოგბურთი | 206121604 | B15035904 | 22/04/2015 |
| |
| 8 | შპს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი | 202465992 | B15095017 | 30/04/2015 |
|
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულები კ. ლაფერაძე