სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№965
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019125
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №965

2015 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, თიანეთის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 59 900 (ორმოცდაცხრამეტი ათას ცხრაასი) ლარი, მათ შორის:

ა) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) დამეწყრილი ზოლის გაწმენდისა და სასმელი წყლის სისტემის აღდგენისათვის 29 900 (ოცდაცხრა ათას ცხრაასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის  მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული, სახელმწიფო შესყიდვები თიანეთის მუნიციპალიტეტმა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

      

პრემიერ-მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი