საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების სომხურენოვან გაზეთ „ვრასტანში“ და აზერბაიჯანულენოვან გაზეთ „გურჯისტანში“ განთავსებისა და საინფორმაციო და სარეკლამო მასალის ქართული ენიდან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1022
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების სომხურენოვან გაზეთ „ვრასტანში“ და აზერბაიჯანულენოვან გაზეთ „გურჯისტანში“ განთავსებისა და საინფორმაციო და სარეკლამო მასალის ქართული ენიდან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ “სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების სომხურენოვან გაზეთ „ვრასტანში“ და აზერბაიჯანულენოვან გაზეთ „გურჯისტანში“ გამოქვეყნებისა და საინფორმაციო და სარეკლამო მასალის ქართული ენიდან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 2015 წლის განმავლობაში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებიდან.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, საავანსო ანგარიშსწორება განახორციელოს საავანსო საბანკო გარანტიის გარეშე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი