1. საბჭოს აპარატიდან მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს:
ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ბ) სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის;
გ) დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო;
დ) არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
ვ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ზ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
თ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
ი) პირადი განცხადებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საბჭოს აპარატის თანამშრომელს უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 2 კვირით ადრე.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობი