1. სამსახურისათვის მოსამსახურე იღებს  შრომით გასამრჯელოს (ხელფასს). საბჭოს აპარატის მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. თანამდებობრივი სარგოს გარდა, საბჭოს აპარატის მოსამსახურეს  შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  დანამატები და კომპენსაციები.

3. მოსამსახურეს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) ერიცხება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საბჭოს აპარატის მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრს (მემკვიდრე) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობა) ხარჯები - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

5. საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით, საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია მიეცეს ერთჯერადი მატერიალური ან/და ფულადი დახმარება.

6. დაღუპულ/გარდაცვლილ მოსამსახურეზე ფაქტობრივად გაცემული ხელფასი (თანამდებობრივი სარგო), დანამატი, კომპენსაცია და პრემია არ ექვემდებარება დაბრუნებას.

7. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას  ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) მძიმე დაზიანებისას - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანებისას - 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) მსუბუქი დაზიანებისას - 2 000 (ორი ათასი) ლარ