1.     საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამსახურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ წესით გაუთვალისწინებელი  სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

2.     შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე,  აპარატის მოსამსახურეებს, უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გაეწიოთ ერთჯერადი მატერიალური დახმარება ერთი თვის ფულადი ანაზღაურების ოდენობით.

3. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, საწვავით უზრუნველყოფს აპარატი.

4. საბჭოს აპარატის მოსამსახურეები ექვემდებარებიან სავალდებულო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.

თავი V

სამსახურის შეჩერება და შეწყვე