შპს „ქართული სოკოს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1330
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019452
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1330

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „ქართული სოკოს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ

1. „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ (დანართი №2) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ გავრცელდეს შპს „ქართულ სოკოზე“ (ს/კ 405102357) და ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიეცეს უფლება, განიხილოს შპს „ქართული სოკოს“ მიერ წარდგენილი პროექტი/ბიზნესგეგმა პროექტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

2. „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობებით“ განსაზღვრული საგრანტო კომიტეტის მიერ შპს „ქართული სოკოს“ ბიზნესგეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ უზრუნველყოს შპს „ქართული სოკოს“ მიერ ბანკიდან მიღებული კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ (დანართი №1) შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ქართული სოკოს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ქართული სოკოს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2015.
როდის იქნა მიღებული „შპს „ქართული სოკოს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“?
„შპს „ქართული სოკოს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 23.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1330. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019452.
სად არის „შპს „ქართული სოკოს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ქართული სოკოს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ“, №1330, 23.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019452 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2891581/