1. 2018 წლის 10 აგვისტომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული სპეციალური პედაგოგი/სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ჩაითვალონ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებად.

2. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2026 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

3. პირს, რომელსაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიენიჭა განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით), უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა.

4. პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი, უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა.

საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3243
–
ვებგვერდი, 10.08.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1141 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2250 – ვებგვერდი, 14.12.2022წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №158 - ვებგვერდი, 30.12.2024