1. 2014 წლის ბოლომდე ჩატარებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები გათვალისწინებულ იქნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.
2. ამ კანონის 21
3 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ:
ა) 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელს;
ბ) 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ პირს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებელი/პირი უფლებამოსილია დაიწყოს მასწავლებლად მუშაობა. 2023 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.
4. პირი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ არის, ჩაითვალოს მასწავლებლობის მაძიებლად.
5. პირი, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად.
საქართველოს 2014
წლის 28 ნოემბრის
კანონი №2822
- ვებგვერდი, 15.12.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4583 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 16
დეკემბრის კანონი
№102
- ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3243
–
ვებგვერდი, 10.08.2018წ.
საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4204 – ვებგვერდი, 13.06.2024