„ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№409
სარეგისტრაციო კოდი
080180020.10.003.018795
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №409

2015 წლის 3 აგვისტო

   ქ.თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 05.12.2014წ., 080180020.10.003.018282) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით იქმნება ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი (შემდგომში – შტაბი), რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრთან ერთად კოორდინაცია გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა შესაბამის საქმიანობას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) მეშვეობით;“.

3. მე-9  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9.  შტაბის კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა

შტაბის ყველა სახის კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების, ასევე სსიპ – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ. კომერციული კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენება ხორციელდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.   

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2015.
როდის იქნა მიღებული „ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №409. სარეგისტრაციო კოდი — 080180020.10.003.018795.
რამდენი მუხლისგან შედგება „ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №662 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №409, 03.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 080180020.10.003.018795 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2935222/