ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1730
2015 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულების პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მისთვის გამოყოფილი 732 000 (შვიდას ოცდათორმეტი ათასი) ლარიდან აუთვისებელი 53 883.73 (ორმოცდაცამეტი ათას რვაას ოთხმოცდასამი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 30 მარტს მომხდარი სტიქიის (ძლიერი ქარის) შედეგად დაზიანებული 3 (სამი) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (მისამართები: აღმაშენებლის ქ. №87, ბუკიას ქ. №2 და თამარ მეფის ქ. №35) სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი