საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შინაპატიმრობის აღსრულების თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო ვიდეორგოლის დამზადებისა და სატელევიზიო ეთერში განთავსების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1759
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019810
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1759

2015 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შინაპატიმრობის აღსრულების თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო ვიდეორგოლის დამზადებისა და სატელევიზიო ეთერში განთავსების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა სასჯელის ერთ-ერთი სახის − შინაპატიმრობის აღსრულების თაობაზე 2015 წლის სექტემბრიდან საზოგადოების სათანადო ინფორმირებისათვის, სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო ვიდეორგოლის დამზადებისათვის განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ერთჯერადად, არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, შპს „სტუდია მეტროსაგან“ (ს/კ: 205189623), ხოლო ვიდეორგოლის სატელევიზიო ეთერში განთავსების შესყიდვა განახორციელოს ასევე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ერთჯერადად, არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ვიდეორგოლის განთავსების პერიოდისათვის ფასთა კვლევის საფუძველზე იმ დროისათვის საუკეთესო პირობების მქონე მაუწყებლებისაგან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              ირაკლი ღარიბაშვილი