თავი IV — ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოობის სახელმწიფო კონტროლი
პირის
მიერ
შეტყობინების
ვალდებულება
საქართველოს
ბაზარზე
უკვე
დაშვებული
ფარმაცევტული
პროდუქტის
განსხვავებული
შეფუთვა
მარკირებით
პირველად
შემოტანის
შემთხვევაში
1. საქართველოს
ბაზარზე
უკვე
დაშვებული
ფარმაცევტული
პროდუქტის
განსხვავებული
შეფუთვა - მარკირებით
პირველად
შემოტანა
არ
საჭიროებს
ხელახალ
რეგისტრაციას . ასეთი
ფარმაცევტული
პროდუქტი
საქართველოს
ბაზარზე
დაიშვება
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
შეტყობინების
წესის
საფუძველზე .
2. შეტყობინებაში
წარმოდგენილი
უნდა
იყოს
შემდეგი
ინფორმაცია :
ა ) ინსტრუქციის
ქართულ
ენაზე
ავტორიზებული
თარგმანი
და
ინსტრუქციის
ორიგინალი
სამინისტროს
მიერ
დადგენილი
წესით ;
ბ ) ფარმაცევტული
პროდუქტის
შეფუთვა -მარკირების
ნიმუში
ელექტრონული
ვერსიის
სახით ;
გ ) შესაბამის
ქვეყანაში
ფარმაცევტული
პროდუქტის
რეალიზაციაზე
ავტორიზაციის
მქონე
პირის
მიერ
გაცემული
ცნობა ,რომელიც
ადასტურებს
სხვა
ქვეყნის
ან
სახელმწიფოთაშორისი
ფარმაცევტული
პროდუქტების
მარეგულირებელი
სახელმწიფო
ორგანოს
მიერ
ფარმაცევტული
პროდუქტის
ამ
შეფუთვა -მარკირებით
მის
კონტროლს
დაქვემდებარებულ
ბაზარზე
დაშვებას . ცნობას
უნდა
ახლდეს
რეალიზაციაზე
უფლებამოსილი
პირის
საიდენტიფიკაციო
ინფორმაცია ;
დ ) ფარმაცევტული
პროდუქტის
შესაბამის
ბაზარზე
დაშვების
უნიკალური
(ავტორიზაციის ) ნომერი .
3. შეტყობინების
მიღების
შემდეგ :
ა ) სააგენტო
ვალდებულია
გადაამოწმოს
დაინტერესებული
პირის
მიერ
მიწოდებული
ინფორმაცია ;
ბ ) სააგენტოს
მხოლოდ
ფაქტობრივი
გარემოებების
გათვალისწინებით
შეუძლია
დასაბუთებული
უარი
განაცხადოს
საქართველოს
ბაზარზე
უკვე
დაშვებული
ფარმაცევტული
პროდუქტის
განსხვავებული
შეფუთვა-მარკირებით
პირველად
შემოტანაზე
და
აღნიშნულის
შესახებ
წერილობით
აცნობოს
დაინტერესებულ
პირს ;
გ ) პასუხის
გაუცემლობა
ავტომატურად
ნიშნავს
სააგენტოს
თანხმობას
საქართველოს
ბაზარზე
უკვე
დაშვებული
ფარმაცევტული
პროდუქტის
განსხვავებული
შეფუთვა - მარკირებით
პირველად
შემოტანაზე .
4. თანხმობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უწყებრივ რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით საქართველოს ბაზარზე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის შესახებ.
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149
საქართველოს 2020 წლის 2 სექტემბრის კანონი №7075 – ვებგვერდი, 07.09.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1453 – ვებგვერდი, 24.03.2022
მთავარი მონაცემები
ვადა5 სამუშაო დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.03.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
საქმე №ბს-930(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2025
…ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე შეტყობინების წესის მიხედვით. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონის 114.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 116 მუხლზე, 116.4. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, 118 მუხლზე, 11 მუხლის 54-ე პუნქტზე, 11 მუხლის 32-ე პუნქტზე, 118 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის…
საქმე №ბს-1318(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019
…რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტი …ისა და საქართველოში რეგისტრირებული პრეპარატ …ის იდენტურობას. ამასთან, აღნიშნული კომპანია წარმოადგენს ზემოხსენებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაზე ავტორიზაციის მქონე პირს. შესაბამისად, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 118 მუხლსა და „საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით…
საქმე №ბს-1521(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.03.2019
…შეფუთვა-მარკირებით შემოტანა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ დაშვებულია მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე. ამავე კანონის 118 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანა არ…
…რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ დაშვებულია მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე (11 მუხლის 54-ე პუნქტი). იმავე კანონის მე-118 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანა არ…
…მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზარზე დაშვებას. ცნობას უნდა ახლდეს რეალიზაციაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია; დ) ფარმაცევტული პროდუქტის შესაბამის ბაზარზე დაშვების უნიკალური (ავტორიზაციის) ნომერი. “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-118 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეტყობინების მიღების შემდეგ: ა) სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს…