მუხლი 224🔗
ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გემის ან სხვა მცურავი ობიექტის ბუქსირზიდვისათვის მოუმზადებლობის შემთხვევაში, ბუქსირის გასვლის პუნქტში გამოცხადების შემდეგ ბუქსირის მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს ხელშეკრულება და საბუქსირო ობიექტის მფლობელს აანაზღაურებინოს ბუქსირმზიდის გასვლის პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე მისვლის, ასევე ბაზირების პუნქტში (ან სხვა პუნქტში, არა უშორეს ბაზირების ნავსადგურისა), უკან დაბრუნებისათვის გაწეული ხარჯი, ასევე გადაახდევინოს შესაძლო შემოსავალი (ხელიდან გაშვებული სარგებელი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (15.05.1997).
წინა რედაქცია (14.06.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 224 ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გემის ან სხვა მცურავი ობიექტის ბუქსირზიდვისათვის მოუმზადებლობის შემთხვევაში, ბუქსირის გასვლის პუნქტში გამოცხადების შემდეგ ბუქსირის მფლობელს უფლება აქვს გააუქმოს ხელშეკრულება და საბუქსირო ობიექტის მფლობელს აანაზღაურებინოს ბუქსირმზიდის გასვლის პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე მისვლის, ასევე ბაზირების პუნქტში (ან სხვა პუნქტში, არა უშორეს ბაზირების ნავსადგურისა), უკან დაბრუნებისათვის გაწეული ხარჯი, ასევე გადაახდევინოს შესაძლო შემოსავალი (ხელიდან გაშვებული სარგებელი).