სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2015 ბოლო ცვლილება 01.08.2023
ნომერი
№728
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016465
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №728

2015 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს  თანდართული რედაქციით:

ა) თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №1);

ბ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი  (დანართი №2);

გ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №3).

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) ტესტირების ჩატარებისათვის საჭირო სპეციალური პროგრამის ინსტალირება და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა;

ბ) ამ ბრძანებით დამტკიცებული გამოცდის საგამოცდო ბილეთების თარგმნა და ელექტრონული ტესტირების გამოყენება აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

3. ელექტრონული ტესტირების პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს ამ ბრძანებით განსაზღვრული გამოცდის საგამოცდო ბილეთების ელექტრონულ ვერსიაში ბილეთის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაციის გადაადგილებას მათი შინაარსის შეუცვლელად. ასეთ შემთხვევაში ამ ბრძანებით გათვალისწინებული გამოცდის ბილეთის სწორ პასუხად მიიჩნევა იმ ნუმერაციის მქონე პასუხი, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1, №2 და №3 დანართებით განსაზღვრული შესაბამისი ბილეთის სწორი პასუხის იდენტურია.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი