„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №55 |
|
2023 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/10/2015, 140130000.22.034.016465) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №1);“; ბ) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის: ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი“; ბ.ბ) მე-2-მე-7 საგამოცდო ბილეთები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიზანშეწონილია თუ არა გაზის (აირის) იარაღის გამოყენება შემხვედრი ქარისა და ჩაკეტილი სივრცის (ოთახი, ლიფტი და ა.შ.) შემთხვევაში: ა. არ არის მიზანშეწონილი; ბ. მიზანშეწონილია. 3. დასაშვებია თუ არა თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება თავდაცვის გარდა სხვა დანიშნულებით: ა. დასაშვებია; ბ. არა, არ არის დასაშვები; გ. დასაშვებია ნადირობისათვის. 4. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელი არ არის სწორი: ა. ფიზიკურ პირს არ აქვს უფლება, ატაროს რეგისტრირებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ. თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირდება მხოლოდ შენახვის უფლებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ. ფიზიკურ პირს უფლება არ აქვს, ატაროს (მასზე) რეგისტრირებული გაზის (აირის) იარაღი. 5. სად უნდა შეინახოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქემ მასზე რეგისტრირებული თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი: ა. მის მიერ არჩეულ ნებისმიერ ადგილას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იარაღის შენახვის წესების დაცვა; ბ. სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში ასახულ საცხოვრებელ ადგილას; გ. ამ ბილეთში ჩამოთვლილ ორივე ადგილას. 6. თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი გადატანისას უნდა იყოს: ა. განმუხტულ მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისგან განცალკევებული და ცარიელი მჭიდით (მისი არსებობის შემთხვევაში); ბ. განმუხტულ მდგომარეობაში, საბრძოლო მასალასთან ერთად; გ. საბრძოლო მასალისგან განცალკევებული, იარაღის განმუხტვა აუცილებელი არ არის. 7. აქვს თუ არა უფლება თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის მესაკუთრეს საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავის საკუთრებაში არსებული იარაღი გადასცეს სხვა პირს: ა. დიახ, მხოლოდ ოჯახის წევრს; ბ. დიახ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს იარაღის ტარების უფლება; გ. დიახ, ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ პირს; დ. არა, არ აქვს.“; გ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №2 დანართის მე-7 ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება; ა. არა, სანადირო იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება აკრძალულია, გარდა ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული ადგილებისა (დახურული ან ნახევრად დახურული ტირი, სასროლეთი, სასროლო-სანადირო სტენდი, ნადირობისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები); ბ. დიახ, დასაშვებია ნებისმიერ ადგილას.“; დ) „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №3 დანართის მე-4 ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. როგორ უნდა გადაიტანოს პირმა თავის საკუთრებაში არსებული სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი: ა. განმუხტულ მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული და ცარიელი მჭიდით (მისი არსებობის შემთხვევაში); არასრულად დაშლილი ან სპეციალური უსაფრთხოების საკეტით, რათა მისი მოხსნის გარეშე გამორიცხული იყოს იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა; სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა; დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან; ბ. საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული; დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან, იარაღის განმუხტვა აუცილებელი არ არის; გ. საკუთარი სურვილისამებრ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.08.2023.
- როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.08.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №55. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017383.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №55, 01.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017383 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5883988/