„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №836 |
|
2015 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01.10.2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016465) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტრონული ტესტირების პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს ამ ბრძანებით განსაზღვრული გამოცდის საგამოცდო ბილეთების ელექტრონულ ვერსიაში ბილეთის სწორი და არასწორი პასუხების ანბანური თანამიმდევრობის გადაადგილებას მათი შინაარსის შეუცვლელად. ასეთ შემთხვევაში ამ ბრძანებით გათვალისწინებული გამოცდის ბილეთის სწორ პასუხად მიიჩნევა იმ ანბანური აღნიშვნის მქონე პასუხი, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული №1, №2 და №3 დანართებით განსაზღვრული შესაბამისი ბილეთის სწორი პასუხის იდენტურია.“. 2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ენებზე ამ ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო ბილეთების თარგმანი შესაძლოა საგამოცდო ბილეთების სწორი და არასწორი პასუხების აღნიშვნას ანბანური თანამიმდევრობის ნაცვლად ითვალისწინებდეს ნუმერაციით, მათი შინაარსის შეუცვლელად.“. 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის: ა.ა) მე-15 ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მართებული ა. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია მხოლოდ გაზის (აირის) ის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებით; ბ. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია მხოლოდ მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული გაზის (აირის) იარაღი; გ. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია როგორც მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული გაზის (აირის) იარაღი, ასევე გაზის (აირის) ის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებით.“; ა.ბ) 47-ე ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „47. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი ა. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიაზე ნებაყოფლობით უარის თქმა დაუშვებელია; ბ. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ლიცენზიის პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაკარგავს ნებართვას; გ. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელი დაკარგავს ლიცენზიას იარაღის სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოში ჩამოწერისას.“; ა.გ) 76-ე ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „76. თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. გაუქმდება თუ არა აღნიშნული ლიცენზია ა. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს; ბ. გაუქმდება ; გ. გაუქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამართალდარღვევა ჩადენილია განმეორებით.“; ბ) „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №3 დანართის 44-ე ბილეთი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „44. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი ა. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიაზე ნებაყოფლობით უარის თქმა დაუშვებელია ; ბ. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაკარგავს ლიცენზიას; გ. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელი დაკარგავს ლიცენზიას იარაღის სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოში ჩამოწერისას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.10.2015.
- როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №836. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016490.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №836, 30.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016490 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3026969/