საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადებისას სასამართლო გამოარკვევს:
ა) ახდენს თუ არა დონორის თანხმობაზე გავლენას ეკონომიკური, სოციალური ან ფსიქოლოგიური ფაქტორები;
ბ) არის თუ არა დონორის თანხმობა განპირობებული დაპირებული ან რეალური კომპენსაციის მიღებით;
[
ბ) არის თუ არა დონორის თანხმობა განპირობებული ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის დაპირებით/შეთავაზებით ან რეალურად მიღებით;
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
გ) აცნობიერებს თუ არა დონორი, რომ მას შეუძლია მიზეზების განმარტების გარეშე, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი ორგანოს აღებაზე;
დ) სხვა აუცილებელ გარემოებებს.
საქართველოს 2016 წლის 24
ივნისის კანონი
№5580
- ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №128 – ვებგვერდი, 30.12.2024