მუხლი 4221. ზოგიერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
1. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ან გარდაცვალების, აგრეთვე დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი დაინტერესებული პირის განცხადებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისთვის არსებობს სამოქალაქო აქტის ორი სხვადასხვა ჩანაწერი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია მცდარი მონაცემები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით განცხადების წარდგენაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ვადები.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთი სახეა გადაწყვეტილების ბათილობის 422-ე და 4221-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება…
…წ -თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილება 001118056243 25.04.2018 -ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სამოტივაციო ნაწილი 3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4221-ე მუხლის მიხედვით 1. პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების, აგრეთვე დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის…
…მაგისტრატი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება - თ-------–-----ის 1--7 წლის 10 აპრილის დაბადების სააქტო ჩანაწერი №3- - თ-------–-----ის 2008 წლის 04 იანვრის დაბადების სააქტო ჩანაწერი ნკ N6----0 სამოტივაციო ნაწილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4221-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის მიხედვით პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების, აგრეთვე დაბადების რეგისტრაციის…