მუხლი 4321. კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის გაცემა
თავი LII — განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
პირი უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. სასამართლო კომპენსაციის ოდენობას ადგენს ადამიანის უფლების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი № 5012 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულება
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 27.04.2016-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ბ-1504-8(ა-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2019
…უნდა განახლდეს საქმის წარმოება, საკასაციო პალატამ ხელახლა უნდა განიხილოს საქმე და მოწინააღმდეგე მხარეებს გ. ს-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მორალური ზიანის - 500 000 ლარის ანაზღაურება. ამასთანავე, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს სსსკ-ის 4321 მუხლის საფუძველზე სახელმწიფოსათვის კომპენსაციის დაკისრების საკითხზე. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ…