„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2015 წლის 29 სექტემბერი ქ. ბათუმი |
1.1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საშტატო ნუსხას, მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო/საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას.“;
ბ) „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;
გ) „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ვ) ამტკიცებს მერიის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას და ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. არაუგვიანეს თებერვლისა, საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს.“;
დ) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ.“;
ე) „დ.დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.დ1“ ქვეპუნქტი:
„დ.დ1) უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.“;
ვ) „დ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.მ) იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით პრივატიზების შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზებისა და მართვის უფლებით გადაცემის შესახებ.“;
ზ) „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ო“, „დ.პ“ და „დ.ჟ“ ქვეპუნქტები:
„დ.ო) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საწარმოს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას. როგორც პარტნიორი/აქციონერი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საწარმოს კაპიტალში ცვლილების შეტანის შესახებ, მათ შორის, წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების შესახებ, მუნიციპალიტეტის საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ამტკიცებს შესაბამისი იურიდიული პირის წესდებას (დებულებას), ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პარტნიორის/აქციონერის სხვა უფლებამოსილებებს;
დ.პ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის/წევრის უფლებამოსილებებს. როგორც დამფუძნებელი/წევრი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, ამტკიცებს შესაბამისი იურიდიული პირის წესდებას (დებულებას), ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
დ.ჟ) როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელი/პარტნიორი/აქციონერი/წევრი, იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ, ითანხმებს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვას, ამტკიცებს მათ საშტატო განრიგს, სასწავლო (საგანმანათლებლო) პროგრამებს და მისაღები კონტინგენტის ოდენობას, ახორციელებს მათ საქმიანობაზე კონტროლს და შემოწმებას, ასევე ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების მართვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.“.
თ) „ე.მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
1.2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|