სააქციო საზოგადოება „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2065
2015 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „აკურას“ (ს/კ: №231165583) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 1 (ერთი) ლარიანი ნომინალური ღირებულების 15 757 311 (თხუთმეტი მილიონ შვიდას ორმოცდაჩვიდმეტი ათას სამას თერთმეტი) ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფო წილი კაპიტალში - 99,45498%) მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად, ერთი წლის ვადით გადაეცეს ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (ს/კ: №404923785).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების გადაცემის პირობად განისაზღვროს საფასურის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამ განკარგულების შესრულების მიზნით,უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი.ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააქციო საზოგადოება „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სააქციო საზოგადოება „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.09.2015.
- როდის იქნა მიღებული „სააქციო საზოგადოება „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ“?
- „სააქციო საზოგადოება „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ“ მიღებულია 24.09.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2065. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020040.
- სად არის „სააქციო საზოგადოება „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სააქციო საზოგადოება „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ“, №2065, 24.09.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020040 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3002040/