სს „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1947
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „აკურას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „აკურას“ (ს/კ: №231165583) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 1-ლარიანი (ერთლარიანი) ნომინალური ღირებულების 50 324 311 (ორმოცდაათი მილიონ სამას ოცდაოთხი ათას სამას თერთმეტი) ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფო წილი კაპიტალში 99,82870%), მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად, ერთი წლის ვადით გადაეცეს ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (ს/კ: №404923785).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების გადაცემის პირობად განისაზღვროს მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადახდა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამ განკარგულების შესრულების მიზნით,უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი