„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2599 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2032
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2032

2015 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის  №2599 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2599 განკარგულებაში და განკარგულების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

       2. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 15 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

დანართი №1

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველიკომისიის შემადგენლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი – კომისიის წევრი;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი – კომისიის წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის წევრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი – კომისიის წევრი;

სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი;

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი – კომისიის წევრი;

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტები და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.