„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2599 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №957
2015 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2599 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება, „ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2599 განკარგულებაში (შემდგომში – განკარგულება) და ამ განკარგულების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. განკარგულებით მოწონებულ მოწვევის პირობებში (RFP) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) 5.4 პუნქტით გათვალისწინებულ იქნეს, რომ „მოკლე სიაში“ შესული კანდიდატის წევრობასთან დაკავშირებით, ცვლილება შეიძლება განხორციელდეს, მხოლოდ საუკეთესო და საბოლოო წინადადებების (BAFO) წარდგენამდე. ამასთან, ნებისმიერი ამგვარი ცვლილება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანხმობას, რომელიც გაიცემა ახალი წევრის მიერ ინტერესთა გამოხატვის (EOI) პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენისა და აღნიშნულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრო უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები და პროცედურები კანდიდატთა მიმართ;
ბ) პუნქტებში: 6.2; 7.3; 9.4; 10.1; 10.2; 10.3 სამინისტროს ნაცვლად მიეთითოს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისია.
3. განკარგულება ძალაშია 2015 წლის პირველი მაისიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი
კომისიის შემადგენლობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი – კომისიის წევრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი – კომისიის წევრი;
სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი;
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი – კომისიის წევრი;
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი;
ქ. თბილისის ვიცე-მერი – კომისიის მოწვეული წევრი.