„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აღმასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აღმას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2034
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2034

2015 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აღმასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აღმას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აღმასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აღმას“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1331 განკარგულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმება ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელებთან, მათთვის თანხების გადახდის თაობაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ხელშეკრულების“ 4.2.2. მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ, „ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 50 (ორმოცდაათი) დღის ვადაში და ამავე პირებისათვის არა უმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) ოდენობის თანხის გადახდა ფინანსური (სოციალური) დახმარების სახით, „ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 80 (ოთხმოცი) დღის ვადაში.“;

ბ) განკარგულების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი

📎 დანართები (1)
2034.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗