1. საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საჯარო სამსახურის საბჭო, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო.
2. საჯარო სამსახურის საბჭო შედგება 11 წევრისაგან. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საჯარო სამსახურის საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ექვს თვეში ერთხელ მაინც.
4. საჯარო სამსახურის საბჭოს 2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი თავისი შემადგენლობიდან, 2 წევრს – საქართველოს მთავრობა თავისი შემადგენლობიდან, 2 წევრს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან, თითო წევრს ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები თავიანთი შემადგენლობებიდან, ხოლო 2 წევრს ირჩევს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა წარმომადგენლებისგან.
5. საჯარო სამსახურის საბჭო უფლებამოსილია:
ა) განიხილოს წინადადებები საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისათვის;
ბ) მოისმინოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ამ ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს რეკომენდაციები;
გ) (ამოღებულია - 20.02.20
25, №315);
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
6. საჯარო სამსახურის საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6991 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.02.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.02.2025 კანონი №315
- 15.07.2020 კანონი №6991
წინა რედაქცია (11.11.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. საჯარო სამსახურის საბჭო 1. საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საჯარო სამსახურის საბჭო, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო. 2. საჯარო სამსახურის საბჭო შედგება 11 წევრისაგან. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. საჯარო სამსახურის საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ექვს თვეში ერთხელ მაინც. 4. საჯარო სამსახურის საბჭოს 2 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი თავისი შემადგენლობიდან, 2 წევრს – საქართველოს მთავრობა თავისი შემადგენლობიდან, 2 წევრს – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან, თითო წევრს ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები თავიანთი შემადგენლობებიდან, ხოლო 2 წევრს ირჩევს თვითმმსაქართველობის ასოცრგანული კაცნონის „ა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლის შესაბამისად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა წარმომადგენლებისგან. 5. საჯარო სამსახურის საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს წინადადებები საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისათვის; ბ) მოისმინოს საჯქართველოს ამსთახუვრობის ბადმიუნისტროაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ამ ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს რეკომენდაციები; გ) (ამ კანონით გათვალისწინღებულ შემთხვევაში კენჭი უყაროს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს - 20.02.20 25, №315); დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 6. საჯარო სამსახურის საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.