საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობისა და ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) შეისწავლის და აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ მდგომარეობას; მონიტორინგს უწევს საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შესრულებას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ბ) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური აქტების, ნორმატიული აქტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს;
გ) მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო დაწესებულებებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებული სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ერთგვაროვანი შესრულების მიზნით;
დ) აწარმოებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემას; თანამშრომლობს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებთან ადამიანური რესურსების მართვის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში;
ე) შეისწავლის და განაზოგადებს მოხელეთა სამსახურში მიღების, შეფასების, კარიერული განვითარების, კარიერის მართვისა და პროფესიული განვითარების, აგრეთვე საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ვ) თანამშრომლობს შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან მოხელეთა თანამდებობების ერთიანი კლასიფიკაციისა და ანაზღაურების სისტემის შესაქმნელად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
ზ) შეისწავლის საჯარო სამსახურში არსებულ კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების დონეს, შეიმუშავებს მოხელეთა პროფესიული განვითარების ერთიან სტანდარტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას, საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმისა და პროფესიული განვითარების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებას;
თ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას და თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ი) აანალიზებს სამოხელეო სამართლებრივ დავებს და არსებული პრაქტიკის სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა სერტიფიცირებას;
ლ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებას;
მ) 6 თვეში ერთხელ საჯარო სამსახურის საბჭოსთვის წარსადგენად ამზადებს ამ კანონით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ ანგარიშს;
ნ) ასრულებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს.
საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ.
საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1753 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2210 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2283 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4240 – ვებგვერდი, 13.06.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.02.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 20.02.2025 კანონი №315
- 30.05.2024 კანონი №4240
- 01.12.2022 კანონი №2283
- 30.11.2022 კანონი №2210
- 08.09.2022 კანონი №1753
- 29.06.2017 კანონი №1157
წინა რედაქცია (11.11.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციები საჯარო სამსახურის სფეროში საჯარო სამსახუნრის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობისა და ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ასრულებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს: ა) შეისწავლის და აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ მდგომარეობას; მონიტორინგს უწევს საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შესრულებას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური აქტების, ნორმატიული აქტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს; გ) მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო დაწესებულებებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებული სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების ერთგვაროვანი შესრულების მიზნით; დ) აწარმოებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემას; თანამშრომლობს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებთან ადამიანური რესურსების მართვის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში; ე) შეისწავლის და განაზოგადებს მოხელეთა სამსახურში მიღების, შეფასების, კარიერული განვითარების, კარიერის მართვის,ა და პროფესიული განვითარების, აგრეთვე საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ვ) თანამშრომლობს შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან მოხელეთა თანამდებობების ერთიანი კლასიფიკაციისა და ანაზღაურების სისტემის შესაქმნელად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად; ზ) შეისწავლის საჯარო სამსახურში არსებულ კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების დონეს, შეიმუშავებს მოხელეთა პროფესიული განვითარების ერთიან სტანდარტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას, საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმისა და პროფესიული განვითარების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებას; თ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას და თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ი) აანალიზებს სამოხელეო სამართლებრივ დავებს და არსებული პრაქტიკის სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; კ) მონაწილეობს საჯქართველოსამსახურში კანორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასათ დადგაენხორციელი წებაშსი;თ უზრუნველყოფს თსანჯამდებრო ბის პირის ამიერ შევსებახული ქონებრში ვი მდგომარეობის დეკლარაციის ქმონიტორინგს და ახორციელების „მსაჯარო დაწესებულებაში ინტერვესლთა შეუთავსებლობისა და კორუტიფიციის შრესახებ“ ას; ლ) საქართველოს კანონიმთ განსაზღვრულ ობისხვა უფლ მიებრ დამოსდგენილი წებებს; ლ)ით უზრუნველყოფს საჯარო სდამწესახებურლებაში დასტაქმჟირების მსურგაველთა ის სახერტლმწიფო პროგრამიცს ადმინისტრირებას; მ) 6 თვეში ერთხელ საჯარო სამსახურის საბჭოსთვის წარსადგენად ამზადებს ბიურამ კანოსნით მიერსთვის გაწენსაზღვრული სუფლებაქმოსილებების განხორციელების შესახებ ანგარიშს; ნ) ასრულებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს.