1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის შედეგები აისახება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დასაბუთებულ წლიურ ანგარიშში, რომელიც წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საჯარო სამსახურის საბჭოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ქვეყნდება პროაქტიულად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზ