ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან შპს „ტურბაზა მწვანე კონცხის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/115
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე№2/115

ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან

2015 წლის 20 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

სხდომის მდივანი: ნოდარ გიორგიძე

კრედიტორთა კრებას ესწრებოდა:

კრედიტორი: სსიპ - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი თამთა ფორჩხიძე

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1 . შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’’ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2015 წლის 9 ნოემბერს 14:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

 ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3 . დაევალოს შპს ,,ტურბაზა მწვანე კონცხის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 მოსამართლე : ხელმოწერილია გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი: ხელმოწერილია ნოდარ გიორგიძე

ასლი სწორია

მ/თანაშემწე: ი.ლოსაბერიძე