📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.11.2015
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016199
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 641 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 01.10.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.02.2015 კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 17.02.2023 წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 01.10.2018 ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 2015 წლის 2 ნოემბერი ქ.ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის „ა.დ.“  ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს: 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მოქალაქის მინიჭების წესი (დანართი №1). 2. ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მოწმობის ფორმა (დანართი №2). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge 24.10.2014 წ., 010250050.35.164.016141 ). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი დანართი  №1 ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს,   განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა) განსაკუთრებული დამსახურება ყვარლის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი: ყვარლის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;  ყვარლის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში; გ) იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო. 2. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. მუხლი 2🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო 1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  – ბრძანებით იღებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. საკითხს იხილავს და გამგებელს შესაბამისი სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს გამგებლის ბრძანებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ საკრებულოს წევრები და საზოგადოებრივი გაერთიანებების  (კერძო სამართლის იურიდიული პირების) წარმომადგენლები. მუხლი 3🔗. საპატიო მოქალაქის წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა)  ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს; ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს; დ) საზოგადოებრივ გაერთიანებებს; ე) არანაკლებ 7-კაციან საინიციატივო ჯგუფს. ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთვოდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მოწმობა. 3.  საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ გამგებელს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს: ა) საპატიო მოქალაქის წოდების დასახელება, რომელზეც მოხდა კანდიდატურის წარდგენა; ბ) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; გ) ბიოგრაფიული ცნობები; დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები; ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4; ვ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე; 4. გამგებელი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს დროებით სამუშაო ჯგუფს. 5. დროებითი სამუშაო ჯგუფი ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გამგებლისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ. მუხლი 4🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი 1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. 2. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობას ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს გამგებელი და იგი დასტურდება ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით. 3. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. მოწმობის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. საპატიო მოქალაქის წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან/და ფულადი ჯილდო. 5. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში. 6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება). დანართი №2 მცირე სახელმწიფო გერბი ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბი ყვარლის მუნიციპალიტეტი მოწმობა № ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ბატონ (ქალბატონ)                  ------------------------------------------------------------------------------------ (სახელი, გვარი) ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20 ----  წლის ----- ----------- № ---- ბრძანებით ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ------------------------------------- (სახელი, გვარი) ------------------------------------------------------ (ხელმოწერა) „------“ „ ---------“ 20-- წელი