გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვის სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2379
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020276
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2379

2015 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვის სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს ეროვნულ ი საინვესტიციო სააგენტოსათვის გათვალისწინებული ასიგნებები ს შემცირება220 000 (ორას ოცი ათასი) ლარით და აღნიშნული თანხით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები ს გაზრდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარი.

პრემიერ -მინისტრი                                       ირაკლი ღარიბაშვილი