გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვის სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№662
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021248
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №662

2016 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვის სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

     1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, „გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვის სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №2379 განკარგულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 220 000 ლარი, საიდანაც ათვისებულ იქნა 173 881.44 ლარი.

     2. გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 279 128 (ორას სამოცდაცხრამეტი ათას ას ოცდარვა) ლარი.

     3. უფლება მიეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს,  „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან, საჭიროების შემთხვევაში, სახსრები მიმართოს ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

პრემიერ-მინისტრი               გიორგი კვირიკაშვილი