„ა(ა)იპ − სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №167 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ − სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №23 80
2015 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ა(ა)იპ − სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №167 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ − სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ა(ა)იპ − სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №167 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ა(ა)იპ − სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დღის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული დღის ცენტრის მომსახურების განხორციელება.“.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ − სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი „აისი“ (ს/კ: №204430106) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ა(ა)იპ − სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისს“ შორის 2012 წლის 13 თებერვალს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების 2.2.1 და 2.2.2 მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, ამავე ხელშეკრულების 3.3 მუხლის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი