1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში - სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის (შემდეგში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის სფეროს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. დეპარტამენტი ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომელიც კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.
5. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების და სამართლიანობის პრინციპებით.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენც