1. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომლის (რომელთა) თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წინაშე;
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მოადგილეები):
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვაში, კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის;
გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
დ) ახორციელებს სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ასევე, სამსახურის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მინისტრის წერილობით ან ზეპირ მითითებებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული სამუშაო აღწერილობი