1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. ასევე, კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ამზადებს ანგარიშს (პერიოდული, წლიური) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული  მუშაობის თაობაზე;

ი) შუამდგომლობს მინისტრთან დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მიღების თაობაზე;

კ) ასრულებს სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე, ასრულებს მინისტრისა და მინისტრის კურატორი მოადგილის დავალებებ