სამმართველოს კომპეტენციას მიეკუთვნება:

1. სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია და მოძრაობის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

2. სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება და დროული გაგზავნა ადრესატთან;

3. საქმისწარმოებისთვის განკუთვნილი ბეჭდისა და სარეგისტრაციო შტამპების შენახვა და არსებული წესის შესაბამისად გამოყენება;

4. მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება და შენახვა;

5. კომპეტენციის შესაბამისად სათანადო მასალების მომზადება სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის;

6. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტების ასლების დამოწმება;

7. მინისტრის ბრძანებით შემოღებული სხვადასხვა ჟურნალების წარმოება;

8. სამინისტროდან მივლინებული (ასევე სამინისტროში მოვლინებული) პირების სამივლინებო ბარათების დამოწმება;

9. სხვადასხვა მიზეზების გამო, გამოსაყენებლად უვარგისი ბრძანებისა და კორესპოდენციის ფურცლის განადგურება;

10. სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და დისციპლინის დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

11. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტაჟირების და პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფა და შესაბამისი მოწმობის (სერტიფიკატის) გაცემა;

12. კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში ატესტაციების და კონკურსების ორგანიზება;

13. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება;

14. საკონკურსო-საასტესტაციო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება, აგრეთვე ატესტირების შედეგების სისტემატიზება;

15. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დანიშნულ თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;

16. სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობით უზრუნველყოფა;

17. გათავისუფლებულ მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლის წარმოება;

18. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდება, სამინისტროს თანამდებობის პირთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და გადაყვანის შესახებ;

19. სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;

20. შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება;

21. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, დაწინაურების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება;

22. სამინისტროს მოსამსახურეთათვის სახელფასო და სამსახურებრივი ცნობების გაცემა;

23. სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების საშვების დამზადება, გაცემა და აღრიცხვა;

24. სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა;

25. სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

26. სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

27. კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ქვედანაყოფებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;

28. ყველა ინსტანციის სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა და სასამართლო დავების ანალიზი;

29. სამინისტროში შემოსული და სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;

30. კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნება;

31. საარქივო საქმის წარმოება, სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

32. მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება და აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოსათვის გადაცემა ნომენკლატურით განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით;

33. დაცული დოკუმენტების ასლისა და ამონაწერის გადაცემა საამისოდ უფლებამოსილ პირებზე;

34. სამინისტროს დებულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების განხორციელება. ასევე, მინისტრისა და მინისტრის კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზეპირი და წერილობითი მითითებების შესრულება.

თავი III

სამმართველოს ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილე