1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში - სამინისტრო) საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულ საკითხთა სამმართველოს (შემდეგში - სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის სფეროს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამმართველო წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. სამმართველო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. სამმართველო საქმიანობას წარმართავს კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების და სამართლიანობის პრინციპებით.
5. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომელიც კოორდინაციას უწევს სამმართველოს საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.
6. სამმართველოს აქვს ბეჭედი და შტამპები, რომელთა ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი.
7. სამმართველო საქმისწარმოებას ახორციელებს მატერიალური და ელექტრონული ფორმით;
8. სამმართველოში ელექტრონული ფორმით საქმისწარმოება ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით, რომლის წესს ამტკიცებს მინისტრი.
სამმართველოს ძირითადი ამოცანები და კომპეტენც